გამბელის რეგიონი (ამჰ. ጋምቤላ) — ეთიოპიის რეგიონი. მისი დედაქალაქია გამბელა. ადრე მისი სახელი იყო რეგიონი 12. მოსახლეობა — 396 000 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 29 782,82 კმ²[2]. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთი სუდანის საზღვართან. რეგიონს ესაზღვრება ორომიის რეგიონი და სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი.

სწრაფი ფაქტები რეგიონი, ქვეყანა ...
დახურვა

რეგიონში მდებარეობს გამბელის ეროვნული პარკი, რომელიც 5061 კმ²-ზეა გადაჭიმული და რეგიონის 19,6 %-ს შეადგენს.

გეოგრაფია

გეოგრაფიული პირობები და კლიმატი ედრება მეზობელი სამხრეთ სუდანისას და განსხვავდება დანარჩენი ეთიოპიისგან. თითქმის მთელი ტერიტორია დაფარულია მუსონური ტროპიკული ტყეებით. კლიმატი ნოტიოა, გვალვიანი სეზონების გარეშე.

მოსახლეობა

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 306 916 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 25,37 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 10,31 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 65 445 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,6 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: ნუერი — 46,65 %, ანუაკი — 21,17 %, ამჰარები — 8,42 %, კაფიჩო — 5 %, ორომოები — 4,83 %, კამბატა — 1,44 % და სხვა. ძირითადი ენებია: ნუერი — 48,35 %, ანუაკი — 22,02 %, ამჰარული — 11,11 %, ორომოს ენა — 4,85 %, კაფა — 4,65 %, შაკაჩო — 2,48 %, კამბატა — 1,47 % და ტიგრინიული ენა — 1,32 %. რეგიონის მთელი მოსახლეობის 70 % — პროტესტანტია; 16,8 % — მართლმადიდებელი ქრისტიანი; 4,9 % — მუსლიმი; 3,4 % — კათოლიკე; მოსახლეობის დაახლოებით 3,8 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს.

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 181 862 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა — 15,08 %. ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია. განათლების დონე შეადგენს 57,5 %-ს მამაკაცებში და 22,8 %-ს ქალებში. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 92 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).

ადმინისტრაციული დაყოფა

რეგიონი დაყოფილია 3 ადმინისტრაციულ ზონად.

  • ადმინისტრაციული ზონა 1 (Administrative Zone 1)
  • ადმინისტრაციული ზონა 2 (Administrative Zone 2)
  • ადმინისტრაციული ზონა 3 (Administrative Zone 3)

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.