გალერასი
From Wikipedia, the free encyclopedia
გალერასი (ესპ. Galeras, ასევე ურსუნინა XVI საუკუნის ადგილობრივ ინდიელთა ენაზე) — მოქმედი სტრატოვულკანი კოლუმბიის ნარინიოს დეპარტამენტში, ადმინისტრაციულ ცენტრ სან-ხუან-დე-პასტოსთან. მისი მწვერვალი ზღვის დონიდან 4276 მ-ს აღწევს. არემარის ესპანელების მიერ დაპყრობიდან ვულკანი რამდენიმეჯერ ამოიფრქვა, რომელთაგან პირველი დაფიქსირდა 1580 წლის 7 დეკემბერს.[1]
სწრაფი ფაქტები გალერასი ...
გალერასი | |
---|---|
გალერასი, 2005 წლის დეკემბერს | |
კოორდინატები: 01°13′00″ ჩ. გ. 77°22′00″ დ. გ. | |
ქვეყანა | კოლუმბია |
სიმაღლე | 4276 მ |
ბოლო ამოფრქვევა | 2009 წლის 15 თებერვალი |
დახურვა
1993 წლის ამოფრქვევამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 6 მეცნიერი, რომლებიც ვულკანის კრატერში იყვნენ ჩასული ამონაფრქვევი აირების ნიმუშების ასაღებად.[2] ამჟამად გალერასი ყველაზე აქტიური ვულკანია კოლუმბიაში.