![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/ff/Guy_Pearce_Cannes_2012.jpg/640px-Guy_Pearce_Cannes_2012.jpg&w=640&q=50)
გაი პირსი
From Wikipedia, the free encyclopedia
გაი ედვარდ პირსი (ინგლ. Guy Edward Pearce დ. 5 ოქტომბერი, 1967)[1] — ინგლისში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი.[2]
გაი პირსი | |
---|---|
![]() პირსი 2012 წელს | |
დაბადების სახელი | გაი ედვარდ პირსი |
დაბადების თარიღი |
5 ოქტომბერი, 1967 (1967-10-05) (56 წლის) ილი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი, მუსიკოსი |
აქტიური | 1985-დღემდე |
მეუღლე(ები) | კეიტ მესტიცი (იქ. 1997–2005) |
შვილ(ებ)ი | 1 |
საიტი | guypearce.net |
სახელი გაითქვა მაიკ იანგის როლით ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“. მონაწილეობს ფილმებში: „უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი“ (1994), „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი“ (1997), „მძარცველები“ (1999), „მემენტო“ (2000), „გრაფი მონტე კრისტო“ (2002), „გზა“ (2009), „ცხოველთა სამეფო“ (2010), „მეფის სიტყვა“ (2010), „პრომეთე“ (2012), „რკინის კაცი 3“ (2013) და „როვერი“ (2014)
დაიბადა ინგლისის ქალაქ ილში.[3] იგი სამი წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჯილონგში, ავსტრალიაში. 1976 წელს, ავიაკატასტროფაში დაეღუპა მამა.[1][4][5] პირსი ადრეულ ასაკში დაინტერესებული იყო თეატრით. თერთმეტი წლის ასაკში პირველად გავიდა სცენაზე, ხოლო 1985 წელს დაამტკიცეს მაიკ იანგის როლზე ტელესერიალში „მეზობლები“.
მიღებული აქვს პრაიმტაიმის ემის ჯილდო, აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის, AACTA Awards-ისა და კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებებზე.