From Wikipedia, the free encyclopedia
გავლაზე აყვანა — ჭადრაკში მოწინააღმდეგის იმ პაიკის აყვანა, რომელიც საწყისი პოზიციიდან დაწინაურებულია ორი უჯრით და დგას მეორე მხარის პაიკის გვერდით (ერთ ჰორიზონტალზე). საჭადრაკო პრაქტიკაში ეს წესი შემოღებულია XV საუკუნის ბოლოს. მოქმედებს მხოლოდ საპასუხო სვლისას (სხვა სვლის გაკეთების შემდეგ გავლაზე აყვანა აღარ დაიშვება): ამ დროს მოწინააღმდეგის პაიკი აჰყავთ ისე, რომ თითქოს ის მანამდე წინ გადმოვიდა არა 2 სვლით, არამედ 1-ით. მაგალითად, შავების d7—d5 სვლის დროს, f5 უჯრაზე მდგომ თეთრ პაიკს შეუძლია აიყვანოს იგი გავლაზე (f5xd6) [იხ. ანიმაცია 1]. გავლაზე აყვანა გამოიყენება პოზიციური უპირატესობის მოსაპოვებელი ბრძოლის რიგ შემთხვევებში [იხ. ანიმაცია 2].[1]
1. d4 Nf6 2.c4 g6 3. g3 Bg7 4. Bg2 d6 5. Nc3 0-0 6. Nf3 c5 7. d5 Na6 8. 0-0 Nc7 9. a4 Rb8 10. e4 a6 {განიზრახავს b7—b5 სვლას} 11. a5! b5 12. a5xb6 {შავების მიერ პაიკების ჯაჭვის ელასტიურობის დაკარგვის გამო თამაში გრძელდება თეთრების უკეთესი პერსპექტივებით}
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.