![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/af/United_Nations_General_Assembly_resolution_ES-11_L.1_vote.svg/langka-640px-United_Nations_General_Assembly_resolution_ES-11_L.1_vote.svg.png&w=640&q=50)
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ES-11/1
From Wikipedia, the free encyclopedia
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ES-11/1 — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიის რეზოლუცია, რომელიც მიღებულია 2022 წლის 2 მარტს. რეზოლუცია გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვდა რუსული ძალების სრულ გაყვანას დადონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაწვევას. გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის 2 მარტის რეზოლუციის მე-10 პუნქტმა დაადასტურა ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებაში.[1] რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 5-მა, თავი შეიკავა 35-მა, ხოლო სხდომაზე არ გამოცხადდა – 12.[2]
სწრაფი ფაქტები თარიღი, სხდომა № ...
გაეროს გა რეზოლუცია ES-11/1 | |
---|---|
![]() | |
თარიღი | 2 მარტი 2022 |
სხდომა № | მეთერთმეტე საგანგებო სესია |
კოდი | A/RES/ES-11/1 (დოკუმენტი) |
თემა | აგრესია უკრაინის წინააღმდეგ |
კენჭისყრა |
მომხრე: 141 წინააღმდეგი: 5 თავი შეიკავა: 35 არ მონაწილეობდა: 12 |
შედეგი | რეზოლუცია მიღებულია |
დახურვა