![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b6/Location_map_of_the_United_Kingdom_and_the_European_Union.svg/langka-640px-Location_map_of_the_United_Kingdom_and_the_European_Union.svg.png&w=640&q=50)
გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან
From Wikipedia, the free encyclopedia
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა (შემოკლებული ფორმით ხშირად ცნობილი როგორც ბრექსიტი) — პოლიტიკური მიზანი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროპის კავშირში შესვლის დღიდან, გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური პარტიების ინტერესებს წარმოადგენდა. ევროკავშირის 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის უფლება არის ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის უფლება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b6/Location_map_of_the_United_Kingdom_and_the_European_Union.svg/320px-Location_map_of_the_United_Kingdom_and_the_European_Union.svg.png)
1975 წელს რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის ევროპულ ეკონომიკურ თამაეგობრობაში წევრობის შესახებ. ევროპული თანამეგობრობა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ევროკავშირი. რეფერენდუმის შედეგების თანახმად ქვეყანა განაგრძობდა ევროპული თანამეგობრობის წევრობას.
2016 წლის 23 ივნისს, ბრიტანელი ამომრჩევლები ამ კითხვის ქვეშ ისევ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობაზე გამართულ რეფერენდუმში აღმოჩდნენ. რეფერენდუმი პარლამენტის მიერ იყო ორგანიზებული. მისი შედეგების თანახმად ბრიტანეთს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა შედეგები ისევ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს რატიფიცირებული.