From Wikipedia, the free encyclopedia
გადაუდებელი კონტრაცეფცია, იგივე სასწრაფო კონტრაცეფცია — კონტრაცეფციის ფორმა, რომელიც გამოიყენება სქესობრივი აქტის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის რამდენიმე ფორმა. გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები, რომლებსაც ზოგჯერ „შემდეგი დღის“ აბებსაც უწოდებენ, არის მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან ოვულაციას ან განაყოფიერებას, რომელიც ორსულობისთვის აუცილებელია.[1][2][3] გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების შექმნისას უმეტესად იყენებენ ჰორმონალურ პრეპარატ ლევონორგესტრელს, თუმცა ზოგიერთ აბში მისი და ესტროგენის კომბინაცია გვხვდება. ასეთი აბების მიღებას ყველაზე ეფექტური შედეგი სქესობირივი აქტიდან 72 საათის განმავლობაშია.
ზოგჯერ გადაუდებელი კონტრაცეფციის სახით გამოიყენება ასევე საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (ე.წ. „სპირალი“), რომელსაც გრძელვადიან კონტრაცეპტივადაც იყენებენ.[2][4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.