![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/65/Lake_Burdur_NASA.jpg/640px-Lake_Burdur_NASA.jpg&w=640&q=50)
ბურდურის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბურდურის ტბა (თურქ. Burdur Gölü) — ტექტონიკური წარმოშობის მარილიანი ტბა თურქეთში, ბურდურისა და ისპარტის პროვინციებში.[1] მდებარეობს ზღვის დონიდან 845 მეტრზე, მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზედაპირის ფართობი 250 კმ², აუზის ფართობი 6150 კმ², მაქსიმალური სიღრმე 110 მ. 1994 წლის 13 ივლისიდან ბურდურის ტბას როგორც ჭარბტენიან ტერიტორიას რამსარის კონვენცია იცავს.[2]
სწრაფი ფაქტები ბურდურის ტბა ...
ბურდურის ტბა | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 37°45′ ჩ. გ. 30°12′ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 845 მ |
სიგრძე | 34 კმ |
ფართობი | 250 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 110 მ |
აუზის ფართობი | 6150 კმ² |
დახურვა