ბურგასის ყურე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბურგასის ყურე (ბულგ. Бургаски залив) — შავი ზღვის ყურე ბულგარეთის სანაპიროზე. შავიზღვისპირა ბულგარეთის უდიდესი და შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყურე. მაქსიმალური სიგანე 41 კმ. უდიდესი სიღრმე 25 მ. მარილიანობა 17 ‰. არის მაგნეტიტური ქვიშები. ბურგასის ყურეში მდებარეობს ქალაქი და პორტი ბურგასი.