ბუკიდნონის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუკიდნონის პროვინცია (სებ: Lalawigan sa Bukidnon; ტაგ: Lalawigan ng Bukidno; ჰიგ: Probinsya ta Bukidnon) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში, ჩრდილოეთ მინდანაოს რეიგონში. პროვინციის დედაქალაქია მალაიბალაი. ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით პროვინციას ესაზღვრება: აღმოსავლეთი მისამისი, სამხრეთი აგუსანი, ჩრდილოეთი დავაო, კოტაბატო, სამხრეთი ლანაო და ჩრდილოეთი ლანაო. 2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 1 415 226 ადამიანს შეადგენს.[2] პროვინციის შემადგენლობაშია 2 შემადგენელი ქალაქი და 20 მუნიციპალიტეტი. ფილიპინების მასშტაბით მესამე ადგილზეა ფართობის მიხედვით, პალავანისა და ისაბელის შემდეგ.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ბუკიდნონის პროვინცია | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | მალაიბალაი | ||
შიდა დაყოფა | ბაუნგონი, კაბანგლასანი, დამულოგი, დანგკაგანი, დონ-კარლოსი (ბუკიდნონი), იმპასუგონგი, კადინგილანი, კალილანგანი, კიბავე, კიტაოტაო, ლანტაპანი, ლიბონა, მალაიბალაი, მალიტბოგი (ბუკიდნონი), მანოლო-ფორტიჩი, მარამაგი, პანგანტუკანი, კესონი (ბუკიდნონი), სან-ფერნანდო (ბუკიდნონი), სუმილაო, ტალაკაგი და Valencia | ||
კოორდინატები | 7°55′00″ ჩ. გ. 125°05′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Jose Maria Zubiri Jr. | ||
დაარსდა | 1 სექტემბერი, 1914 | ||
ფართობი | 10498.59 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 541 308 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 88 | ||
საფოსტო ინდექსი | 8700–8723 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.bukidnon.gov.ph/ | ||
| |||
სახელწოდება „ბუკიდნონი“ „მთის მკვიდრს“ ნიშნავს. პროვინციას კუნძულ მინდანაოს ჩრდილოეთ ცენტრალური ნაწილის ფართო პლატო უკავია და რეგიონისთვის საკვების მწარმოებელი მთავარი ცენტრია, განსაკუთრებით ბრინჯისა და სიმინდის წარმოებაში. პროვინციაში არაქისის, ბანანისა და შქრის ლერწმის პლანტაციებიცაა გაშენებული.
ბუკიდნონში მდებარეობს ქვეყნის მეორე უმაღლესი მწვერვალი, დულანგ-დულანგის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2 938 მეტრის სიმაღლეზე, კიტანგლადის მთიანეთის შემადგენლობაშია მოქცეული.[3] კიტანგლადის (2 899 მ), კალატუნგანის (2 869 მ), მააგნავის (2 742 მ), ლუმულუიავის (2 612 მ) და ტუმინუნგანის (2 400) მთები, შესაბამისად, ფილიპინების მე-4, მე-5, მე-8, მე-17 და 30-ე უმაღლესი მწვერვალები ბუკიდნონში მდებარეობს.[4]
2018 წლსი აუდიტის კომიის მონაცემებით (გამოქვეყნდა 2019 წელს) ბუკიდნონი ფილიპინების პროვინციებს შორის მე-5 ყველაზე მდიდარ პროვინციად დასახელდა.[5]