ბუბა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს / From Wikipedia, the free encyclopedia
ბუბა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4419 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით, უმთავრესად გრანიტოიდებით. აქვს კლდოვანი და მყინვარული რელიეფი. ბუბის სამხრეთ კალთაზეა მყინვარები: ბუბა, თბილისა და სხვა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადის — ბუბისწყლის მრავალი შენაკადი. ბუბის ქვემო კალთები შემოსილია ალპური მდელოებით. ბუბის მთის კალთებზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარ ბუბის ნაშთები.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუბა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ბუბა ...
ბუბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°45′31″ ჩ. გ. 43°46′37″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4419 მ |
ქედი | რაჭის კავკასიონი |
დახურვა