From Wikipedia, the free encyclopedia
ბუაკე (ფრანგ. Bouaké) — სიდიდით მეორე ქალაქი კოტ-დ’ივუარში. ვალე-დუ-ბანდამის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 536 719 ადამიანს.[1][2] აქ მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო საკვლევ ინსტიტუტ „ბრინჯის აფრიკული ცენტრის“ შტაბ-ბინა და რომის კათოლიკური ეკლესიის ბუაკეს არქიეპარქიის ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
ბუაკე ფრანგ. Bouaké | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ოლქი | ვალე-დუ-ბანდამა |
კოორდინატები | 7°41′00″ ჩ. გ. 5°01′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1899 |
ფართობი | 71,788 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 312 მ |
მოსახლეობა | 536 719 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 7476,44 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
ოფიციალური საიტი | mairiebke.e-monsite.com |
ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კოსუს წყალსაცავიდან, 350 კმ-ში ჩრდილოეთით აბიჯანიდან, ზღვის დონიდან 312 მეტრ სიმაღლეზე[3]. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც აბიჯანს აკავშირებს ბურკინა-ფასოსთან.
ქალაქი დაარსდა 1899 წელს ფრანგული კოლონიური ძალების მიერ, როგორც სამხედრო ციხესიმაგრე[4]. 1912 წელს ქალაქში გაიყვანეს რკინიგზა. ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიიღო 1914 წელს.
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი გარკვეულწილად დაკავშირებულია ვაჭრობასთან ან სოფლის მეურნეობასთან. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ბამბა, თამბაქო, სიზალი, ბრინჯი, იამსი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები[4]. ქალაქში ასევე არსებობს სამრეწველო საწარმოები, განსაკუთრებით განვითარებულია საფეიქრო წარმოება.
ქალაქში ფუნქციონირებს 1994 წელს დაარსებული უნივერსიტეტი[5], ვეტერინარული ინსტიტუტი და სხვა სასწავლო დაწესებულებები[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.