![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ea/Gold_Coast_Map_1896.jpg/640px-Gold_Coast_Map_1896.jpg&w=640&q=50)
ბრძოლა ოქროს ტახტისათვის
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრძოლა ოქროს ტახტისათვის, ცნობილია, აგრეთვე, როგორც იაა ასანტევას ომი, მე-8 ანგლო-აშანტური ომი, აშანტის აჯანყება 1900 წელს — დიდი ბრიტანეთის მთავრობის უკანასკნელი ომი დასავლეთ აფრიკის მსხვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნ აშანტის იმპერიასა და ოქროს ნაპირის კოლონიასთან, რომელიც იმ დროისათვის ბრიტანეთის პროტექტორატს წარმოადგენდა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ea/Gold_Coast_Map_1896.jpg/640px-Gold_Coast_Map_1896.jpg)
აშანტის ტომები უკმაყოფილო იყვნენ ბრიტანელების მიერ მე-7 ანგლო-აშანტური ომის შედეგად თავიანთი ქვეყნის თითქმის მთლიანად დაპყრობით. აჯანყებისათვის კატალიზატორის როლი შასრულა ინგლისის ადგილობრივი გუბერნატორის ლორდ ჰოდქსონის მიერ აშანტის სახემწიფოებრივი ძალაუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოს — ოქროს ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობამ. ოქროს ტახტის ადგილმდებარეობის გასარკვევად და გუბერნატორტან წამოსაღებად მივლინებული იქნა კაპიტანი არმიტაჟი. არცერთ სოფელში თავიანთ რელიქვიაზე არაფერს ამბობდნენ თეთრკანიანტან აშანტები. ერთ-ერთ სოფელში (ბერი), სადაც ბავშვები ამტკიცებდნენ, რომ უფროსები სანადიროდ წავიდნენ, გამოტეხის მიზნით დაიწყო ბავშვების ცემა. საფარიდან გამოვიდნენ უფროსები. ბრიტანელებმა ისინიც შეიპყრეს, შეკრეს და ცემეს.
ომის შემდგომ აშანტის იმპერია მაინც რჩებოდა ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ 1902 წლიდან ბრიტანეთმა მოახდინა მისი ანექსირება და ოქროს ნაპირის კოლონიასთან გაერთიანება. მას შემდეგ, რაც 1957 წელს დიდმა ბრიტანეთმა ცნო ოქროს ნაპირის დამოუკიდებლობა, აშანტის ტერიტორია შევიდა დამოუკიდებელი, ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოს, განას შემადგენლობაში. ეს ომი იყო აფრიკის ტერიტორიაზე უკანასკნელი ომი, სადაც ერთ-ერთ მეომარ მხარეს ქალბატონი მეთაურობდა.