![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/42/Flag_of_the_British_Virgin_Islands.svg/langka-640px-Flag_of_the_British_Virgin_Islands.svg.png&w=640&q=50)
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები (ინგლ. British Virgin Islands) — 36 კუნძულის ჯგუფი (საერთო ფართობით 153 კმ²), რომლებიც მდებარეობს აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით. დასახლებულია მხოლოდ 16 კუნძული.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/42/Flag_of_the_British_Virgin_Islands.svg/640px-Flag_of_the_British_Virgin_Islands.svg.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ef/British_Virgin_Islands_in_United_Kingdom.svg/640px-British_Virgin_Islands_in_United_Kingdom.svg.png)
უმსხვილესი კუნძულებია ტორტოლა (55 კმ²), ანეგადა (38 კმ²), ვირჯინ-გორდა (21 კმ²) და ოსტ-ვან-დეიკი (8 კმ²).
დედაქალაქი როუდ-ტაუნი მდებარეობს კუნძულ ტორტოლაზე. ყველა კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 23 ათას ადამიანს, მათგან თითქმის 90% ტორტოლაში ცხოვრობს. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს ეკუთვნის, ოფიციალური ენაა ინგლისური. მთავარი ვალუტაა აშშ-ის დოლარი (1959 წლიდან).