ბრიგანტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიგანტები (Brigantes) — ტომი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, კელტური ტომის წარმომადგენლები, რომლებიც წინარომაულ ხანებში აკონტროლებდნენ ჩრდილოეთ ინგლისის უდიდეს ნაწილს და ასევე მიდლენდსის მნიშვნელოვან ნაწილსაც. მათი სამეფო ცნობილი იყო როგორც Brigantia, მოგვიანებით როგორც იორკშირი. Brigantes ერთადერთი კელტური ტომი იყო, რომელიც დასახლდა როგორც ინგლისში ასევე ირლანდიაშიც, უკანასკნელად კი მათ შეეძლოთ ეცხოვრად უექსფორდის, კილკენის, და უოთერფორდის გარშემო.
ინგლისში, ტერიტორია, რომელზეც ბინადრობდნენ ბრიგანტები ესაზღვრებოდა სხვა კელტურ ტომებს: Carvetii (რომლებთანაც, შესაძლოა კავშირი ჰქონდათ) ჩრდილო–დასავლეთით, Parisii აღმოსავლეთით, Corieltauvi და Cornovii, სამხრეთით.