![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7c/Croat%25E2%2580%2593Bosniak_War_collage.jpg/640px-Croat%25E2%2580%2593Bosniak_War_collage.jpg&w=640&q=50)
ბოსნია-ხორვატიის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნია-ხორვატიის ომი — სამხედრო შეიარეღებული კონფლიქტი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას (რომელსაც მხარს ხორვატია უჭერდა) შორის. გაგრძელდა 1992 წლის 18 ოქტომბრიდან 1994 წლის 23 თებერვლამდე. კონფლიქტი ხშირად მოიხსენიება როგორც „ომი ომში“, რადგანაც ის იყო უფრო დიდი ბოსნიის ომის ნაწილი. თავდაპირველად ბოსნიელები და ხოვრატიელები ალიანსში ერთად ებრძოდნენ იუგოსლავიის სახალხო არმიას (JNA) და სპრსკას რესპუბლიკის არმიას (VRS). უკვე 1992 წლისათვის დაძაბულობები ბოსნიელებსა და ხორვატიელებს შორის იზრდებოდა. მათ შორის პირველი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა 1992 წლის ოქტომბერში ცენტრალურ ბოსნიაში. მხარეებმა სამხედრო ალიანსი 1993 წლამდე შეინარჩუნეს, როდესაც ბოსნიასა და ხორვატიას შორის პატარა კონფლიქტები ომში გადაიზარდა.
ბოსნია-ხორვატიის ომი | |||
---|---|---|---|
ბოსნიის ომის და იუგოსლავიის ომების ნაწილი | |||
![]() საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით: მოსტარის ხიდის ნანგრევები მოსტარში, NATO-ს განხორციელების ძალის ფრანგული არტილერიის რაზმი პატრულირებისას მოსტარში; ხორვატიული ომის მემორიალი ვიტეცში; ბოსნიური ომის მემორიალი სტარი ვიტეცში; ნოვი ტრავნიკის ხედი ომისას. | |||
თარიღი | 1992 წლის 18 ოქტომბერი — 1994 წლის 23 თებერვალი (1 წელი, 4 თვე და 5 დღე) | ||
შედეგი | ვაშინგტონის შეთანხმება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის ჩამოყალიბება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ბოსნია-ხორვატიის კონფლიქტის ესკალაცია ცენტრალურ ბოსნიაში მოხდა და მალევე გავრცელდა ჰერცეგოვინაში, კონფლიქტის ძირითადი ნაწილი ამ ორ რეგიონში მიმდინარეობდა. ბოსნიელები ორგანიზირებულნი იყვნენ ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში (ARBiH), ხოლო ხორვატიელები ხორვატიის თავდაცვის საბჭოში (HVO). ომი ძირითადად შედგებოდა არარეგულარული კონფლიქტებით და უამრავი ხელმოწერილი და უამრავი ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებებით. მიუხედავად ომისა ხორვატიელები და ბოსნიელები რჩებოდნენ მოკავშირეებად ტესანის, სარაევოს და ბიჰაჩის რეგიონებში. საერთაშორისო საზოგადოებამ აუმრავი სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა მაგრამ ყოფელი მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. 1994 წლის 23 თებერვალს მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმება და 1994 წლის 14 მარტს ხელი მოეწერა ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებამ გამოიწვია ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის შექმნა და ხელი შეუწყო საერთო სამხედროო პერაციებს სერბითის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რამაც რეგიონში ძალათა ბალანსი შეცვალა და ბოსნიის ომის დასრულება გამოიწვია.
საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე (ICTY) 17 ხორვატიის და 2 ბოსნია-ჰერცეგოვინას ოფიციალური პირი გაასამართლა ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებით. ICTY-მა მიიღო გადაწყვეტილება რომ ხორვატიას სრული კონტროლი ჰქონდა ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკაზე და შესაბამისად კონფლიქტიც საერთაშორისო იყო.