![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8d/Bora_on_Molo_Audace.jpg/640px-Bora_on_Molo_Audace.jpg&w=640&q=50)
ბორა (ქარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორა (იტალ. bora; ლათ. boreas; ბერძ. boreas — ჩრდილოეთის ქარი) — ძლიერი და მძაფრი ქარი. წარმოიქმნება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში და მკვეთრ აცივებას იწვევს. ბორა უმთავრესად იმ ადგილებში იცის, სადაც მცირე სიმაღლის ქედი თბილ ზღვას ესაზღვრება (ადრიატიკის სანაპიროზე, ტრიესტთან, რიეკთან; კავკასიაში — შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთში, ტუაფსესა და ნოვოროსიისკს შუა).
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორა (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8d/Bora_on_Molo_Audace.jpg/640px-Bora_on_Molo_Audace.jpg)
ხმელეთზე შემოჭრილი ცივი ჰაერის მასა წნევის გრადიენტისა და სიმძიმის ძალის გავლენით სწრაფად ეშვება ქედის ქარზურგა კალთაზე თბილი ზღვის ნაპირისაკენ ისე, რომ ვერ ასწრებს ადიაბატურად გათბობას. ქარის სიჩქარე ამ დროს 40 მ/წმ აღწევს (ნოვოროსიისკთან მარკოთხის უღელტეხილზე 60 მ/წმ აღემატება).
გრძელდება ერთი დღიდან ერთ კვირამდე. ბორას გამოჩენამდე მთის მწვერვალებთან ფიქსირდება ხშირი ღრუბლები. ბორა 2-3 დღის განმავლობაში ქრის და ხშირად დიდი ზიანი მოაქვს.
1928 წელს დაფიქსირდა უძლიერესი ბორა, რომლის სიჩქარემ შეადგინა 80 მ/წმ[1].