![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ბოლოკოური
მთა საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლოკოური — მთა საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ზემო დინებისა და მისი მარცხენა შენაკადის — ქერშავეთის წყალგამყოფზე (მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება). სიმაღლე ზღვის დონიდან 2312,4 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით. ბოლოკოურის ჩრდილოეთი ციცაბო კალთა შემოსილია შერეული ტყით, მწვერვალი — სუბალპური მდელოებით, რომლებსაც საზაფხულო საძოვრად იყენებენ.[2]
სწრაფი ფაქტები ბოლოკოური ...
ბოლოკოური | |
---|---|
კოორდინატები: 41°51′45″ ჩ. გ. 42°55′35″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2312,4 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
დახურვა