ბოლივარული მისიები — სამართლებრივი, სოციალური კეთილდღეობის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლების, საარჩევნო და სამხედრო პროგრამები, რომლებიც ვენესუელას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა დანერგა. მათი ზოგადი სახელი დაკავშირებულია სამხრეთი ამერიკის გმირთან — სიმონ ბოლივართან.
ბოლივარული მისიები მოიცავს სიღარიბის წინააღმდეგ წამოწყებულ ინიციატივებს,[1] ღარიბებისთვის ათასობით უფასო კლინიკის აშენებას,[2] მილიონი მოზარდისთვის ინსტიტუტებში სწავლის დაფინანსებას,[3] და საბინაო სუბსიდიებს.[4] ჩვილების გარდავალების მაჩვენებელი 1998 წლიდან 2006 წლამდე შემცირდა 18.2% - ით.[5][6] მთავრობამ 2007 წლის ბიუჯეტის 44.6% მიმართა სოციალურ ინვესტიციებზე, რომელიც 1999-2007 წლების მშპ.-ს 12.8%-ია.[7]ჯინის ინდექსი 1998 წლიდან 2007 წლამდე შემცირდა 48.7-დან 42-მდე.[8] ჩავესის პრეზიდენტობის დროს სიღარიბე მკვეთრად შემცირდა 59.4%-დან 30.2%-მდე 2006 წლის მონაცემებით. ხოლო უკიდურესი სიღარიბე 21.7%-დან 9.9%-მდე იგივე პერიოდში.[9]
განათლება
მისია რობინსონი (დაიწყო 2003 წლის ივლისში)– მოხალისეების დახმარებით წერა-კითხვისა და არითმეტიკის მოზარდებისათვის სწავლება.
მისია რიბასი (დაიწყო 2003 წლის ნოემბერში)– მოიცავს კურსებს მათთვის, ვინც სკოლის ბოლო კლასები მიატოვა. სახლი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის ხოსე ფელიქს რიბასის საპატიოდ ეწოდება.
მისია სუკრე (დაიწყო გვიან 2003 წელს)– მოიცავს უმაღლესის უფასო კურსებს.
საარჩევნო
მისია ფლორენტინო (დაიწყო 2004 წლის ივნსში)– უგო ჩვესის მიერ ორგანიზებული მოძრაობა მოსახლეობის მიერ ვენესუელის 2004 წლის რეფერენდუმში "არა"ს საპასუხოდ.
გარემოს დაცვა
მისია ენერგია (დაიწყო 2006 წლის ნოემბერში)– ხელს უწყობდა ჩვეულებრივი ნათურებისფლურესცენციული ნათურებით შეცვლას.
კვება
მისია მერკალი– ეძებს გზებს როგორ გახდეს მაღალი ხარისხის საკვები ხელმისაწვდომი, ასევე ზრუნავს ვენესუელის კვების სუვერენიტეტზე.
ჯანდაცვა
მისია ბარიო ადენტრო ("მისია სამეზობლოში")– ინიციატივები რომლებიც ხორციელდებოდა საზოგადო ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად (როგორც კლინიკურ ასევე ჰოსპიტალურ დონეზე), ასევე პრევენციისთვის ღარიბ უბნებში სამედიცინო პუნქტების შექმნა.
საბინაო
მისია ჰაბიტატი– ღარიბი მოსახლეობისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების აშენება.
იდენტიფიკაცია
მისია იდენტიდადი– ახორციელებს ვენესუელის საიდენტიფიკაციო ბარათების დარიგებას, სხვა მისიების განხორრციელების უზრუნველსაყოფად.
მკიდრი მოსახლეობის უფლებები
მისია გუაიკაიპურო (დაიწყო 2003 წლის ოქტომბერში)– ახორციელებს ვენესუელის გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. იგი ახდენს ადგილობრივი დასახელებების აღდგენას, და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვას.
მიწის რეფორმა
მისია ზამორა– ახორციელებს მიწის ყოველმხრივ კონფისკაციას და ხელახლა განაწილებას ღარიბი მოსახლეობის სასარგებლოდ.
სოფლის განვითარება
მისია ვუელტ-ალ-კამპო ("სოფელშ დაბრუნება"; დაიწყო 2005-ში)– ხელსუწყობს გაღარიბებული და უმუშევარი სოფლელი ვენესუელელბის სოფელში დაბრუნებას.
მისია არბოლი ("მისია ხე", დაიწყო 2006 წლის ივნისში)– აღადგენს ვენესუელის ტყეებს, გეგმაშია 100,000 ხის დარგვა 5 წლის განმავლობაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ჩრთვა. პროექტის მიზანია ადგილობრივების თვით ორგანიზების მიღწევა.[10]
მეცნიერება
მისია სიენსია (დაიწყო 2006 წლის თებერვალში)– პროექტი მოიცავს 400,000 ადამიანის მომზადებას პროგრამირებაში,[11] ასევე სკოლარშიპებს კურს დასრულებულებისათვის და ლაბორატორიების შექმნას.[12]
სოცეკონომიკური ტრანსფორმაცია
მისია ვუელლვან კარასი– მისი მიზანია ვენესუელის ეკონომიკის სოციალური მიმართულებით შებრუნება. უგო ჩვესის ხედვით მისიის საბოლოო მიზანია: "ხარისხიანი და ღირსეული ცხოვრება ყველას".[13]
სამოქალაქო მილიცია
მისია მირანდა– ქმნის ვენესუელელების სამხედრო რეზერვს რომლებსაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ვენესუელის ტერიტორიის დაცვაში.
კულტურა
მისია კორაზონ ადენტრო(დაიწყო 2004 წელს) - პილოტირებულია კარაკასის ტერიტორიაზე, მისი მიზანია ვენესუელელების იდენტურობის გაზრდა კულტურის გამოყენებით.[14]
UNICEF. (UNICEF, 2005). "Venezuela’s Barrio Adentro: A Model of Universal Primary Health Care". Retrieved 15 October 2005. UNICEF, p. 2. "Barrio Adentro ... is part and parcel of the government's longterm poverty-reduction and social inclusion strategy to achieve and surpass the Millennium Development Goals."