![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c5/%25E1%25B2%259D%25E1%2583%25A5%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%25A1_%25E1%2583%25AA%25E1%2583%2598%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594.jpg/640px-%25E1%25B2%259D%25E1%2583%25A5%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%25A1_%25E1%2583%25AA%25E1%2583%2598%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594.jpg&w=640&q=50)
ბოლაჯური
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლაჯური — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბოლაჯური, ქვემო ენთელი). [1] მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 7,5 კილომეტრით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ბოლაჯური | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბოლაჯური |
კოორდინატები | 41°40′25″ ჩ. გ. 42°46′28″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1220 მ |
მოსახლეობა | 770[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა
სოფელში დგას XIII საუკუნის ეკლესია, განვითარებული შუა საუკუნეების ნაეკლესიარი, შუა საუკუნეების „ოქროსციხე“, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული მეჩეთი.[2]
საბჭოთა პერიოდში ბოლაჯურის სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფელი ზემო ენთელი[3].