From Wikipedia, the free encyclopedia
ბოიგუ (ინგლ. Boigu Island) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული კუნძული კვინსლენდში, ავსტრალია. იგი არის ტორესის სრუტის კუნძულების ჯგუფის წევრი. პაპუა-ახალი გვინეა მხოლოდ 6 კმ-ითაა დაშორებული კუნძულიდან.
მშობ. სახელი: ინგლ. Boigu Island | |
---|---|
ბაიგუ სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად | |
გეოგრაფია | |
9°16′ ს. გ. 142°09′ ა. გ. | |
მდებარეობა | ტორესის სრუტე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 72,2 კმ² |
სიგრძე | 18,12 კმ |
სიგანე | 5,05 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 41,4 კმ |
უმაღლესი წერტილი | 18 მ |
კუინზლენდი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 283 (2006) |
სიმჭიდროვე | 3,92 ად. /კმ² |
ბოიგუ წარმოადგენს პატარა დაბლობ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში. მანძილი ავსტრალიის კონტინენტური ნაწილიდან შეადგენს 150 კმ-ს. მისი ფართობია 72,2 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 41,4 კმ[1].
კუნძული ფორმირებულია ალუვიონური ნალექებისგან, რომლებიც სრუტეში მოხვდნენ ახალი გვინეის მდინარეებიდან და თანდათან შეეთვისნენ მარჯნის პლატფორმას[2]. ბოიგუში ხდება ხშირი წყალდიდობები, არის დიდი რაოდენობით ჭაობები მანგროს ტყეებით.
1871 წლის 8 ივლისს კუნძულზე გადმოსხდნენ პირველი ქრისტიანი მისიონერები — ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წევრები, მიუხედავად ამისა ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ მტრულად შეხვდნენ[3].
ბოიგუ — ავსტრალიის ყველაზე ჩრდილოეთი დასახლებული კუნძულია. 2006 წლის მონაცემებით, მასზე ცხოვრობდა 283 ადამიანი[2], რომლებიც ტრადიციულად იყოფიან ექვს კლანად[3]. მათ შორის დიდი უმრავლესობა (258 ადამიანი) ავსტრალიის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელია (ტორესის სრუტის კუნძულელები და ავსტრალიელი აბორიგენები). ძირითადი სასაუბრო ენაა — კალა-ლაგავ-ია (ამ ენაზე საუბრობს 174 ადამიანი) და ტორესის სრუტის კრეოლური ენა (82 ადამიანი). სახლში ინგლისურ ენაზე საუბრობს კუნძულელთა მხოლოდ 6,4 %[4]. ძირითადი რელიგიაა — ქრისტიანობა (ანგლიკანობა). კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.