ბობ ჰოსკინსი
From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ უილიამ „ბობ“ ჰოსკინს უმცროსი (ინგლ. Bob Hoskins დ. 26 ოქტომბერი, 1942 — გ. 29 აპრილი, 2014[1]) — ინგლისელი მსახიობი, ცნობილი კოკნებისა და განგსტერების განსახიერებით. 1986 წელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო ოსკარის ნომინაცია. აქტიურად თანამშრომლობდა რეჟისორებთან, რომელთა შორის იყვნენ რობერტ ზემეკისი, ტერი გილიამი და სტივენ სპილბერგი. მისი ცნობილი ფილმებია „ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი“ (1988), „კაუჭა“ (1991), „ნიქსონი“ (1995), „ფიფქია და მონადირე“ (2012) და სხვები. „ფიფქია და მონადირე“ მისი უკანასკნელი კინოროლი იყო, პარკინსონის დაავადების დიაგნოზის შემდეგ ჰოსკინსმა კარიერა შეწყვიტა. 2014 წელს ის ფილტვების ანთებით 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბობ ჰოსკინსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 ოქტომბერი, 1942 ბერი სენტ ედმუნდსი, დასავლეთი საფოლკი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 29 აპრილი, 2014 (71 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1969–2012 |
მეუღლე(ები) |
ჯეინ ლივსი (1967–1978; გაშორდა; 2 შვილი) ლინდა ბენუელი (1982–2014; ჰოსკინსის გარდაცვალებამდე; 2 შვილი) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
BAFTA | 1986 — მონა ლიზა |
სხვა ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის |