ბიუსტჰალტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიუსტჰალტერი (გერმ. Büstenhalter — მკერდის დამჭერი) — ქალის ქვედა საცვლების ნაწილი, რომელიც ფარავს, იჭერს და ზემოთ წევს ქალის მკერდს. XIX საუკუნის ბოლოს მან, როგორც მკერდის დამჭერმა, ჩაანაცვლა კორსეტი. ამჟამად არსებობს მრავალი ფორმის და სახეობის ბიუსტჰალტერი.
სხვადასხვა ფემინისტის აზრით, ბიუსტჰალტერი ქალის სხეულის რეპრესირების სიმბოლოა[1].