From Wikipedia, the free encyclopedia
ბირჟის ხიდი (რუს. Биржевой мост) — საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და პეტროგრადის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 239 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.
ბირჟის ხიდი რუს. Биржевой мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°56′46″ ჩ. გ. 30°18′12″ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
ისტორიული სახელწოდება | მშენებელთა ხიდი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | პატარა ნევა |
მასალა | რკინა |
თაღების რაოდენობა | 5 |
სიგრძე | 239 მ |
სიგანე | 27 მ |
კონსტრუქტორი/არქიტექტორი | ლევ ნოსკოვი, პეტრე არეშევი |
გახსნის თარიღი | 1894 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
ხიდი მდებარეობს ბირჟის მოედანსა და მიტნინის სანაპიროს შორის.
უახლოესი მეტროს სადგურია „სპორტივნაია“.
1894 წლის 6 აპრილს ხიდმა მიიღო დღევანდელი სახელწოდება. 1918 წლის ოქტომბერში მას გადაარქვეს სახელი და უწოდეს მშენებელთა ხიდი. სახელწოდება არსებობდა 1989 წლის 22 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ხიდმა დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება.
პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1893-1894 წლებში ინჟინერ ნ. მ. მაზუროვის პროექტის მიხედვით. ეს იყო 25-მალიანი ხის გასახსნელი ხიდი. მისი სიგრძე შეადგენდა 326 მეტრს, ხოლო სიგანე 18,7 მეტრს (აქედან 2,9 მეტრი ტროტუარების სიგრძე იყო). 1913 წელს ხიდი გადააკეთეს ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1914 წელს ქალაქის სამმართველოში დადგა საკითხი ახალი მუდმივი მეტალის ხიდის მშენებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უნდა აგებულიყო არსებული ხიდიდან 70 მეტრით ქვემოთ დინების მიმართულებით. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.
ამჟამად არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა 1957-1960 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრების ვ. ვ. დემჩენკოს, ბ. ბ. ლევინისა და არქიტექტორების ლ. ა. ნოსკოვისა და პ. ა. არეშევის პროექტის მიხედვით. ხიდის პროექტი დაამტკიცეს ჯერ კიდევ 1940 წელს, თუმცა მშენებლობას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ. ხიდი ააგეს 70 მეტრით ქვემოთ, დინების მიმართულებით.
ხიდი შედგება ხუთი მალისაგან. მალების სიგრძე სიმეტრიულია: 37 მ + 43,5 მ + 53 მ + 43,5 მ + 37 მ. ცენტრალური მალა ორფრთიანია და იხსნება.
1996-1997 წლებში ხიდზე ტრამვაის ხაზის დემონტაჟი განხორციელდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.