ბირთვის გარსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბირთვის გარსი, ასევე ცნობილი როგორც ბირთვის მემბრანა,[1] შედგება ორი ლიპიდური ბიშრისგან, რომლებიც ეუკარიოტულ უჯრედებში გარს აკრავს გენეტიკური მასალის შემცველ, ბირთვს.
ბირთვის გარსი შედგება ორი მემბრანისგან: შიდა და გარე მემბრანა[2]. მემბრანებს შორის სივრცეს - პერინუკლეარული სივრცე ეწოდება, ის ჩვეულებრივ10-50 ნმ სიგანისაა.[3][4] ბირთვის გარე მემბრანა გრძელდება ენდოპლაზმური ბადის მემბრანაში..[2] ბირთვის გარსში, მრავალი ბირთვის გარსის ფორაა, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ტრანსპორტში, ციტოზოლსა და ბირთვს შორის.[2] შუალედური ფილამენტების ცილები, სახელწოდებით ლამინები, ბირთვული მემბრანის შიდა მემბრანის გასწვრივ ქმნიან სტრუქტურას, რომელსაც ბირთვული ლამინა ეწოდება და იგი განაპირობებს ბირთვის სტრუქტურულ მთლიანობას.[2]