![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/%25C5%25A0palek_na_%25C5%25A1t%25C3%25ADp%25C3%25A1n%25C3%25AD.jpg/640px-%25C5%25A0palek_na_%25C5%25A1t%25C3%25ADp%25C3%25A1n%25C3%25AD.jpg&w=640&q=50)
ბიომასა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიომასა — ბიოლოგიური წარმოშობის ორგანული, არაწიაღისეული მასალა ქიმიური ენერგიის შემცველობით. ბიომასას ტყეების და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების სახეობებისგან იღებენ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/%C5%A0palek_na_%C5%A1t%C3%ADp%C3%A1n%C3%AD.jpg/640px-%C5%A0palek_na_%C5%A1t%C3%ADp%C3%A1n%C3%AD.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Ogatan%28JapaneseBriquetteCharcoal%29.jpg/640px-Ogatan%28JapaneseBriquetteCharcoal%29.jpg)
ბიომასის გამოყენება წარმატებით ხდება შემდეგი სახით: პირდაპირი წვა, ბუნებრივი აირის მიწოდება, ძრავის საწვავად ბიო-საწვავის წარმოება და სოფლის მეურნეობის და უტილნედლეულისგან წარმოებული ბიოგაზებით. ბიომასა, რომელშიც ხის შემცველობა ჭარბობს, ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანისთვის. მესამე სექტორის ქვეყნებში, ქალაქგარეთ მაცხოვრებელთა უმეტესობისთვის ენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ზოგადად, ბიომასა მსოფლიო საწვავის 1/7-ს აწარმოებს და ენერგოწარმოებაში ბუნებრივ აირთან ერთად მესამე ადგილზეა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ ბიომასის ტექნოლოგიის არსებულ ვარიანტებს და შესაბამის საბოლოო მომხმარებას, ტექნოლოგიურ სტატუსთან ერთად.