![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Bill_Paxton_2014_retouched.jpg/640px-Bill_Paxton_2014_retouched.jpg&w=640&q=50)
ბილ პაქსტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ პაქსტონი[1] (ინგლ. William Paxton; დ. 17 მაისი, 1955 — გ. 25 თებერვალი, 2017) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ტერმინატორი“ (1984), „კომანდო“ (1985), „უცნაური მეცნიერება“ (1985), „უცხოპლანეტელები“ (1986), „წყვდიადში“ (1987), „მტაცებელი 2“ (1990), „თომბსთოუნი“ (1993), „მართალი ტყუილები“ (1994), „აპოლო 13“ (1995), „ქარბორბალა“ (1996), „ტიტანიკი“ (1997), „U-571” (2000) და სხვა. იგი ასევე გადაღებულია HBO-ს დრამატულ სერიაში, „დიდი სიყვარული“ (2006-2011), ამ სერიალში მონაწილეობის დროს მან სამჯერ აიღო ოქროს გლობუსი.[2] ისტორიულ მინისერიალში „ჰეტფილდი და მაკკოი“-ში შესრულებული რენდოლფ მაკკოის როლით, იგი ნომირდა პრაიმტაიმ ემიზე და კინომსახიობთა გილდიის ჯილდზე.[3][4] ბოლო ფილმი რომელშიც პაქსტონმა მონაწილეობა მიიღო არის ამერიკული თრილერი „წრე“ (2017), რომელიც მისი გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ გამოვიდა.[5]
ბილ პაქსტონი | |
---|---|
![]() პაქსტონი 2014 წელს. | |
დაბადების სახელი | უილიამ პაქსტონი |
დაბადების თარიღი |
17 მაისი, 1955 ტეხასი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
25 თებერვალი, 2017 (61 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | ამერიკელი |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი |
აქტიური | 1973-2017 |
შვილ(ებ)ი | 2 (მათ შორის ჯეიმზ პაქსტონი |