From Wikipedia, the free encyclopedia
ბიერნ რუნე ბორგი (შვედ. Björn Rune Borg; დ. 6 ივნისი, 1956, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5].
ბორგი 1987 წელს | |
სრული სახელი | ბიერნ რუნე ბორგი |
---|---|
მშობლიური სახელი | Björn Rune Borg |
ქვეყანა (სპორტი) | შვედეთი |
საცხოვრებელი ადგილი | მონტე-კარლო, მონაკო |
დაიბადა |
6 ივნისი, 1956 სტოკჰოლმი, შვედეთი |
სიმაღლე | 180 სმ. |
პროფესიონალი | 1973 |
კარიერა დაასრულა |
პირველად 1983 მეორედ 1993 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი |
ლენარტ ბერგელინი (1971–1983) რონ ტეტჩერი (1991–1993) |
ფულადი პრიზი | 3,655,751 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 1987 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 609–127 (82.74%) |
ტიტულები კარიერაში | 64 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (23 აგვისტო, 1977) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (1974) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1974, 1975, 1978, 1979, 1980, 1981) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1976, 1977, 1978, 1979, 1980) |
აშშ-ის ღია პირველობა | ფინალი (1976, 1978, 1980, 1981) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (1979, 1980) |
WCT-ის ფინალი | გამარჯვება (1976) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 86–81 (51.2%) |
ტიტულები კარიერაში | 4 |
უმაღლესი რეიტინგი | 890-ე (22 მარტი, 1993) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (1973) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1974, 1975) |
უიმბლდონი | 3რ (1976) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (1975) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1975) |
ბოლოს განახლდა: 18 იანვარი 2018. |
ბორგს მოგებული აქვს 11 დიდი სლემის ტურნირი – 6 საფრანგეთის ღია პირველობა და 5 უიმბლდონი. შვედმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2014 წლამდე, სანამ რაფაელ ნადალმა თიხის დიდი სლემი ზედიზედ მეხუთედ არ მოიგო. ბორგს მსგავსი რეკორდი დღემდე აქვს უიმბლდონზე ზედიზედ ხუთი ჩემპიონობით. მისი გამეორება მხოლოდ როჯერ ფედერერმა შეძლო. შვედ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე სხვა მრავალი რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის აღსანიშნავია: სამჯერ დიდი სლემის ტურნირის სეტის წაუგებლად მოგება (გაიმეორა რაფაელ ნადალმა), დიდი სლემის ტურნირებზე ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი – 89.81% (141–16), ზედიზედ 41 გამარჯვება უიმბლდონზე, ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი უიმბლდონზე – 92.73% (51–4), ზედიზედ 41 სეტის მოგება საფრანგეთის ღია პირველობაზე 1979–1981 წლებში.
ბორგმა ორჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მან ერთეულთა თანრიგში ATP-ის 64 ტურნირი მოიგო. იგი ჯამში 109 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ გაიმარჯვა დეივისის თასზე შვედეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში.
ბორგმა 1983 წელს 27 წლის ასაკში მოულოდნელად დაასრულა კარიერა. ამ დროს მას უკვე 11 დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული. 1991 წელს იგი დაუბრუნდა ჩოგბურთს და 1993 წლამდე რამდენიმე მატჩი გამართა, თუმცა ყველა წააგო და საბოლოოდ დაამთავრა საჩოგბურთო კარიერა.
შვედმა ჩოგბურთელმა 1970-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა ჩოგბურთის პოპულარიზაციისთვის[6]. 1979 წელს იგი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც ერთ წელიწადში ერთ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 1987 წელს, ბორგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1974 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | მანუელ ორანტესი | 2–6, 6–7(1–7), 6–0, 6–1, 6–1 |
გამარჯვება | 1975 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | გილიერმო ვილასი | 6–2, 6–3, 6–4 |
გამარჯვება | 1976 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ილიე ნასტასე | 6–4, 6–2, 9–7 |
მარცხი | 1976 | აშშ-ის ღია პირველობა | თიხა | ჯიმი კონორსი | 4–6, 6–3, 6–7(9–11), 4–6 |
გამარჯვება | 1977 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ჯიმი კონორსი | 3–6, 6–2, 6–1, 5–7, 6–4 |
გამარჯვება | 1978 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | გილიერმო ვილასი | 6–1, 6–1, 6–3 |
გამარჯვება | 1978 | უიმბლდონი (3) | ბალახი | ჯიმი კონორსი | 6–2, 6–2, 6–3 |
მარცხი | 1978 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ჯიმი კონორსი | 4–6, 2–6, 2–6 |
გამარჯვება | 1979 | საფრანგეთის ღია პირველობა (4) | თიხა | ვიქტორ პეჩი | 6–3, 6–1, 6–7(6–8), 6–4 |
გამარჯვება | 1979 | უიმბლდონი (4) | ბალახი | როსკო ტანერი | 6–7(4–7), 6–1, 3–6, 6–3, 6–4 |
გამარჯვება | 1980 | საფრანგეთის ღია პირველობა (5) | თიხა | ვიტას გერულაიტისი | 6–4, 6–1, 6–2 |
გამარჯვება | 1980 | უიმბლდონი (5) | ბალახი | ჯონ მაკინროი | 1–6, 7–5, 6–3, 6–7(16–18), 8–6 |
მარცხი | 1980 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ჯონ მაკინროი | 6–7(4–7), 1–6, 7–6(7–5), 7–5, 4–6 |
გამარჯვება | 1981 | საფრანგეთის ღია პირველობა (6) | თიხა | ივან ლენდლი | 6–1, 4–6, 6–2, 3–6, 6–1 |
მარცხი | 1981 | უიმბლდონი | ბალახი | ჯონ მაკინროი | 6–4, 6–7(1–7), 6–7(4–7), 4–6 |
მარცხი | 1981 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ჯონ მაკინროი | 6–4, 2–6, 4–6, 3–6 |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1975 | მასტერსის გრან-პრი, სტოკჰოლმი | ხალიჩა (დ) | ილიე ნასტასე | 2–6, 2–6, 1–6 |
მარცხი | 1977 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ჯიმი კონორსი | 4–6, 6–1, 4–6 |
გამარჯვება | 1979 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ვიტას გერულაიტისი | 6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1980 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (2) | ხალიჩა (დ) | ივან ლენდლი | 6–4, 6–2, 6–2 |
(დ) – დახურული კორტი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.