ბიარიცი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიარიცი[3][4] (ფრანგ. Biarritz [bjaʁits], ბასკ. Biarritz [bi.arits̻] — „ორი კლდე“[4] ან Miarritze [mi.arits̻e], ოქსიტ. Biàrritz [ˈbjarits]) — ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. 25 404 მცხოვრები (2017).[1] მდებარეობს ბისკაის ყურის ნაპირზე, პირენეების ძირში, ვერცხლის ნაპირის ფარგლებში, ქალაქ ბაიონიდან დასავლეთით. აეროპორტი.[5]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბიარიცი Bayonne | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | ახალი აკვიტანიაახალი აკვიტანია | ||||
დეპარტამენტი | ატლანტური პირენეები | ||||
კოორდინატები | 43°29′08″ ჩ. გ. 1°33′19″ დ. გ. | ||||
პირველი ხსენება | XII საუკუნე | ||||
ფართობი | 11,66 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0–85 მ | ||||
მოსახლეობა | 25 404[1] კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 2200 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 559 | ||||
საფოსტო ინდექსი | 64200 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.biarritz.fr[2] | ||||
პირველად იხსენიება XII საუკუნეში, გაიზარდა მეთევზე-ვეშაპებზე მონადირეთა პატარა სოფლის ადგილზე. როგორც კურორტი განვითარდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან. გავრცელებულია ზღვიური ჰავა ძალიან რბილი ზამთრითა (იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 5 °C) და თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 20 °C). არის ფართო ქვიშის პლაჟები, აგრეთვე მინერალური წყაროების ქლორიდული ნატრიუმიანი წყლები ბრისკში (ბიარიციდან 20 კმ), რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობის, სუნთქვის ორგანოების, პერიფერიული ნერვების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მკურნალობას. თალასოთერაპიის ცენტრი. მუზეუმები: საზღვაო, მინიატურული ავტომობილების. ზღვის ძუძუმწოვართა შესწავლის ცენტრი. კაზინო. ბიარიცის სიახლოვესაა კურორტი სენ-ჟან-დე-ლიუზი.[5]