From Wikipedia, the free encyclopedia
„ბზიკები“ — საბავშვო მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც საქართველო წარმოადგინა 2008 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში. ჯგუფი „ბზიკები“ ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა.[1]
ბზიკები | |
---|---|
ბზიკები - საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | 2008, თბილისი, საქართველო |
აქტიური | 2008-დღემდე |
წევრები |
გიორგი შიოლაშვილი მარიამ თათულაშვილი მარიამ კიკუაშვილი |
ბზიკები ვიკისაწყობში |
ჯგუფის წევრები არიან: გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე ისინი ცალ-ცალკე მოვიდნენ, მაგრამ ჟიურიმ ისინი ერთ ჯგუფად გააერთიანა. ბზიკები 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეთა შორის ყველაზე პატარები, ათი წლისები იყვნენ.
მარიამ კიკუაშვილმა, მარიამ თათულაშვილმა და გიორგი შიოლაშვილმა თითქმის მთელი ევროპა მოხიბლეს და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს. 15 ქვეყანას შორის, რომლებმაც ქართულ ჯგუფს უმაღლესი შეფასებები მისცეს, რუსეთი, ბელარუსი და ლიეტუვა იყვნენ. პატარებმა მე-6 ნომრით იმღერეს. 10 წლის „ბზიკებმა“ შიდა შესარჩევი ტური თბილისში დიდი უპირატესობით მოიგეს. სიმღერამ თავისი ორიგინალურობით გაამართლა და კვიპროსზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ქალაქ ლიმასოლის სცენა „ბზიკებისთვის“ პირველი დიდი გამოცდილება იყო.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.