![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/Po%25C5%2582onina_Wetli%25C5%2584ska.jpg/640px-Po%25C5%2582onina_Wetli%25C5%2584ska.jpg&w=640&q=50)
ბეშჩადები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეშჩადები (პოლ. Bieszczady; უკრ. Бещади) — ქედი კარპატებში. განფენილია სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. ბეშჩადები აღმოსავლეთი ბესკიდების ნაწილია, რომელიც მოქცეულია აღმოსავლეთით — ლუპკოვისა და დასავლეთით — უჟოკის უღელტეხილებს შორის. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 1405 მ (მთა პიკუი, უკრაინა). პოლონეთის ტერიტორიაზე მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს მწვერვალ ტარნიცაზე (1346 მ). აგებულია ფლიშით. ბრტყელმწვერვალიანი ქედია, დანაწევრებულია მდინარეთა გასწვრივი ხეობებით. 1100 მ-მდე შემოსილია ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარით, უფრო მაღლა სუბალპური მდელოა. გამოყენებულია საძოვრებად.
სწრაფი ფაქტები ბეშჩადები ...
ბეშჩადები | |
---|---|
![]() ბეშჩადები | |
კოორდინატები: 49°16′59″ ჩ. გ. 22°28′59″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | პიკუი |
სიმაღლე | 1405 მ |
ამგებელი ქანები | ფლიში |
დახურვა