![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/Beroso.png/640px-Beroso.png&w=640&q=50)
ბეროსე ბაბილონელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეროსე ბაბილონელი (დაახლ. ძვ. წ. 350 – ძვ. წ. 280) – ბაბილონელი ისტორიკოსი, ქურუმი. გართულებული ვითარების გამო დატოვა ბაბილონი და საბერძნეთში გადასახლდა სადაც კუნძულ კოსზე ასტროლოგიური სკოლა დააარსა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანტიოქე I-სათვის ბერძნულ ენაზე დაწერა ბაბილონის ისტორია სამ წიგნად, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ცალკეული შრომები ამ ნაშრომიდან შემორჩენილია აბიდენის, ევსები კესარიელის, სინსელას, იოსებ ფლავიუსისა და სხვა ისტორიკოსთა თხზულებებში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/Beroso.png/320px-Beroso.png)