From Wikipedia, the free encyclopedia
ბენიდორმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მარინა-ბახის კომარკაში. ის პატარა ქალაქია და წარმოადგენს ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ტურისტულ დედაქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბენიდორმი | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
ავტონომიური გაერთიანება | ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება | ||||
პროვინცია | ალიკანტეს პროვინცია | ||||
კომარკა | მარინა-ბახის კომარკა | ||||
კოორდინატები | 38°32′03″ ჩ. გ. 0°07′53″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1325 | ||||
ფართობი | 38.51 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 15±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | კატალანური ენა | ||||
მოსახლეობა | 72 342 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 03501–03503 | ||||
საავტომობილო კოდი | A | ||||
ოფიციალური საიტი | http://benidorm.org/ | ||||
ბენიდორმს უწოდებენ „ხმელთაშუა ზღვისპირეთის ნიუ-იორკს“, რადგან ნიუ-იორკის შემდეგ მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში კვადრატულ მეტრზე ცათამბჯენების მიხედვით.
ბენიდორმი არის ესპანეთის და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული ტურისტული ქალაქი თავისი სანაპირო პლაჟებითა და ღამის ცხოვრების წყალობით. ის მადრიდისა და ბარსელონის შემდეგ მესამე მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია ესპანეთში.
ქალაქში მოხვედრა შესაძლებელია N-332, AP-7 გზა და CV-70 გზის მეშვეობით.
თავისი მიკროკლიმატის წყალობით ქალაქს აქვს პრივილეგირებული მდგომარეობა. ზომიერი ზამთრის და ზაფხულში ზღვის რბილი ჰაერის კომბინირების წყალობით ამ ადგილას აღმოცენდა ახალი, თანამედროვე, წყნარი და კომფორტული ქალაქი.
ბენიდორმის ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილი თავდაპირველად განლაგდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტოსალ-დელა-კალის ყურის პირდაპირ. აქვე მდებარეობს ძველი ციხესიმაგრე ორად გაყოფილი კლდოვანი დაბოლოებით და მთაგრეხილი, რომელიც ამ ადგილებს იცავს გაბატონებული ლევანტის ან ცივი ჩრდილოეთის ქარებისაგან, რის შედეგადაც გაზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის მიკროკლიმატი მეტისმეტად რბილი და მაღალია ვიდრე დანარჩენ სანაპიროსა და ზღვის წყლებზე. ბენიდორმის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ კონფიგურაციას ქმნის მთები, რომელიც გარს და იცავს მას ქარის მოქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია მისი კლიმატის შეცვლა.
ბენიდორმის მიმზიდველობა მდგომარეობს მის სამ პლაჟში, რომელიც ევროსაბჭოს სამი ცისფერი დროშით არის გამორჩეული. ეს პლაჟებია: ლევანტი, პონიენტი და მალ-პაზას სანაპიროები. ამას ემატება ცოცხალი და მრავალფეროვანი რამის ცხოვრება.
ბენიდორმის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ დასახლებებს: ალფას-დელ-პი, ლა-ნუსია, ფინესტრატი, ბენიმანტელი, პოლოპი, ვილიახოიოსა და ალტეა.
ბენიდორმის კლიმატი არის თბილი და ნახევრადმშრალი. წელიწადში ნალექების რაოდენობა შეადგენს 300 მმ-ს. ბენიდორმში 3000-ზე მეტი საათი მზიანი დღეა წელიწადში და საშუალო წლიური ტემპერატურა 18,9°C. ზამთარში ტემპერატურა მერყეობს მაქსიმალური 16-20 °C მინიმალურ 6-10 °C შორის. ზაფხულის განმავლობაში, მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28-33 °C და მინიმალურ 18-23 °C შორის. ზაფხულის დროს ყველაზე მეტი ნაწილი ცნობილია, როგორც „ტროპიკული ღამის“ ეფექტი (მინიმალური ტემპერატურა ამ დროს 20 °C მაღალია).
ბენიდორმი ისტორიაში პირველად მოიხსენიება შუა საუკუნეებში. ტერმინი ბენიდორმი უნდა წარმოადგენდეს იბერიულ-რომაულ ნაშთს. რეგიონზე გავლენა მოუხდენია არაბ დამპყრობლებს. რეკონკისტას პერიოდში ჩანს, რომ არაგონიის მთავარს დაუპყრია ალიკანტეს პროვინციის ნაწილი, მათ შორის ბენიდორმის მიწები 1245 წელს. მოგვიანებით ამ მიწების დიდი ნაწილი გადაეცა ადმირალ ბერნარდო სარიას, რომელიც დიდი ფეოდალი ყოფილა. ადმირალი ითვლება ბენიდორმის დამფუძნებლად. ისტორიული წყაროების თანახმად, მას 1325 წელს დაუარსებია ქალაქი და ციხესიმაგრე ამ ადგილას. როგორც ირკვევა, იგი წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
XV საუკუნეში მოსახლეობამ განიცადა ბერბერი მეკობრეების ორი საშინელი თავდასხმა — 1410 და 1448 წლებში. მეკობრეებმა ბენიდორმის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაატყვევეს 1448 წელს, თუმცა ქალაქი მთლიანად არ გაუკაცრიელებულა. მოგვიანებით, აღადგინეს და შეაკეთეს ციხესიმაგრე. მომდევნო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ბენიდორმი განიცდიდა ოსმალი და ბერბერი მეკობრეების განუწყვეტელ თავდასხმებს.
XVII საუკუნეში შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ეს დამოკიდებული იყო 1666 წელს დიდი საირიგაციო სისტემის შექმნასთან, რის შედეგადაც ზღვის წყლები გადაისროეს რეგიონის მიმართულებით.
XVIII საუკუნისათვის აქაური მეთევზეები ცნობილი გახდნენ მთელს ესპანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ტექნიკა, რომელსაც მეთევზეები იყენებდნენ ისლამური პერიოდით თარიღდება. თევზჭერის წარმატებამ და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ბენიდორმის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ქალაქი გახდა კაპიტანთა და გემთმშენებელთა ბაზა. ამ ყველაფერმა შექმნა რეგიონის სიმდიდრის პირობები. შექმნილმა პირობებმა რეგიონის დემოგრაფიული ექსპანსია გამოიწვია. 1715 წელს ბენიდორმში 216 მცხოვრები ჩანს, რომელთა რაოდენობა XVIII საუკუნის ბოლოს 2700-მდე გაზრდილა.
1952 წლისათვის თევზჭერის წარმოება დაეცა. ქალაქის თვითმმართველობამ გაჭირვების თავიდან დაღწევის მიზნით მრავალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიმართული იყო ტურისტული ბაზრის განვითარებისაკენ. დღეისათვის ქალაქი ევროპისა და ესპანეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კურორტია. აქ ყოველწლიურად 5 მლნ. ტურისტი სტუმრობს, რაც ესპანეთს ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წილია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.