![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/23/Belvedere_Vienna_June_2006_009.jpg/640px-Belvedere_Vienna_June_2006_009.jpg&w=640&q=50)
ბელვედერის სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელვედერის სასახლე (იტალ. Belvedere) — ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსი ვენაში. აგებულია ლუკას ფონ ჰილდებრანდის მიერ, როგორც საზაფხულო რეზიდენცია თავისი დროის ერთ-ერთი დიდი მხედართმთავრის პრინც ევგენი სავოიელისთვის XVIII საუკუნის დასაწყისში. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ბელვედერი შეისყიდა მარია ტერეზიამ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/23/Belvedere_Vienna_June_2006_009.jpg/640px-Belvedere_Vienna_June_2006_009.jpg)
მდებარეობს ლანდშტრასეზე, ქალაქის მესამე რაიონში, ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ქვედა და ზედა ბელვედერი გარშემო ულამაზესი ბაღით დიდებულ ბაროკულ ანსამბლს ქმნის. დღეისათვის ამ ორ სასახლეში განთავსებულია ავსტრიის გალერეა.
1941 წლის 25 მარტს სასახლეში ხელმოწერილ იქნა 1940 წლის ვეის ოქმი იუგოსლავიის მიერთებაზე ბერლინის პაქტთან.
1955 წლის 15 მაისს ზედა ბელვედერში ხელი მოეწერა ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.