From Wikipedia, the free encyclopedia
ბედან (ბედიან) ჯუანშერის ძე დადიანი — ოდიშის ერისთავი XIII საუკუნის შუა წლებში. მხარში ედგა ცენტრალურ ხელისუფლებას მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში. 1259-1261 დავით VI ნარინს ეხმარებოდა მონღოლთა წინააღმდეგ და დასავლეთ საქართველოში მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლებში. ჰქონდა სამეფო კარის მანდატურთუხუცესის ტიტული. ამ წოდებით მოხსენიებულია ის მარტვილისა და ხობის ხატების წარწერებში. ამავე წყაროთი ცნობილია დადიანის ოჯახობა — მეუღლე, ხუაშაქ ბეგა ქართლის ერისთავის ქალიშვილი და შვილები: გიორგი (სავარაუდოდ გიორგი I დადიანი), ივანე და ერაშაჰრი.
ზოგიერთი მკვლევარი ბედან დადიანს „ჟამთააღმწერელის“ ცოტნე დადიანთან, ჯუანშერს ხობის ფრესკაზე გამოსახულ შერგილ დადიანთან (ცოტნეს მამა), ხოლო სახელ „ბედანს“ დადიანთა ზედწოდება „ბედიანთან“ აიგივებს („ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის აკადემიური გამოცემის ძირითად ტექსტში „ბედანი“ ჩანაცვლებულია „ბედიანით“).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.