From Wikipedia, the free encyclopedia
ბეატრიზ პორტუგალიელი (პორტ. Beatriz de Portugal; დ. 13 ივნისი, 1430 — გ. 30 სექტემბერი, 1506) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ვაჟის, კონშტაბლ ჟუან პორტუგალიელისა და იზაბელა დე ბარსელოს უმცროსი ასული. ვიზეუს ჰერცოგინია როგორც მეფე დუარტე I-ის ვაჟის, ფერნანდუს მეუღლე. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ ელეანორ ვიზეუელის დედა.
ბეატრიზ პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
ვიზეუს ჰერცოგინია | |
დაიბადა | 13 ივნისი, 1430 |
გარდაიცვალა | 30 სექტემბერი, 1506, (76 წლის) |
საგვარეულო | ავისები |
მეუღლე(ები) | ფერნანდუ, ვიზეუს ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
მანუელ I, პორტუგალიის მეფე ელეანორა, პორტუგალიის დედოფალი იზაბელა, ბრაგანსას ჰერცოგინია |
მამა | ჟუანი, პორტუგალიის კონშტაბლი |
დედა | იზაბელა დე ბარსელო |
ხელმოწერა | |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბეატრიზი დაიბადა 1430 წლის 13 ივნისს. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და დედოფალ ფილიპა ლანკასტერის უმცროსი ვაჟის, კონშტაბლ ჟუანისა და მისი ცოლის, იზაბელა დე ბარსელოს უმცროსი ასული. მისი უფროსი და, ისაბელ პორტუგალიელი ცოლად კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა მომავალი დედოფალი ისაბელ I. ბეატრიზი მამის მხრიდან ასევე იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შთამომავალი. გარდა ამისა, მეფე აფონსუ V-ის რძალი და ბიძაშვილი და მეფე ჟუან II-ის სიდედრი.
1447 წელს ბეატრიზი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის უმცროს ვაჟს, ვიზეუს ჰერცოგ ფერნანდუს, რომელიც 1470 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბეატრიზმა სასულიერო ცხოვრებას მიჰყო ხელი და აღარც მეორედ გათხოვილა.
1495 წელს მისი ნაბოლარა ვაჟი, მანუელ I პორტუგალიის მეფე გახდა, რითაც ბეატრისი პორტუგალიის დედა-დედოფლად მოგვევლინა. ამ პერიოდში მან დააფუძნა ბეჟას მონასტერი, სადაც გადაასვენა და დაკრძალა თავისი ქმარი. ბეატრიზი გარდაიცვალა 1506 წლის 30 სექტემბერს, 76 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი მეუღლის გვერდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.