ბაჰრეინის სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰრეინის სამზარეულო (არაბ. مطبخ بحريني) — შედგება ისეთი კერძებისგან, როგორიცაა: ბირიანი, ჰარისი, ქაბისა, მაჩბუსი, მაჰიავა, მაგლობა, ქოუზი და ზალაბია.არაბული ყავა, როგორც მას უწოდებენ კაჰვა (არაბ. قهوة) ეროვნული სასმელია.
ბაჰრეინის სამზარეულოს უმეტესი ნაწილი არაბული, სპარსული, ინდური, ბალოჩის, აფრიკული, შორეული აღმოსავლეთისა და ევროპული სამზარეულოების ნაზავია, იქ არსებული სხვადასხვა საზოგადოების გავლენის გამო, რადგან ბაჰრეინი უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი და სავაჭრო კერა იყო. ლეგენდის მიხედვით, ბაჰრეინის მთავარ ნავსადგურ მინა-სალმანში ცხოვრობდა "ათას ერთი ღამის" ზღაპრის ცნობილი პერსონაჟი სინდბადი ზღვაოსანი.