From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჯაური (პუშტუ باجوړ) — პაკისტანის ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობის (FATA) (ტერიტორიული ერთეული) ყველაზე პატარა, მთიანი რელიეფის მქონე სააგენტო. 1998 წლის მიხედვით 595,227 ადამიანი ცხოვრობდა.[1] ბოლო მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 757,000-მდე გაიზარდა. ის ავღანეთის ქუნარის პროვინციას 52 კილომეტრის სიგრძის საზღვრით ემიჯნება. სააგენტოს ადმინისტრაცია ქალაქ ხაარში მდებარეობს.
სააგენტო | |
---|---|
ბაჯაური პუშტუ باجوړ | |
ქვეყანა | პაკისტანი |
ადმ. ცენტრი | Khaar |
შიდა დაყოფა | Mamund Tehsil, Khar Bajaur Tehsil, Salarzai Tehsil, Nawagai Tehsil, Utman Khel Tehsil, Barang Tehsil და Bar Chamarkand Tehsil |
კოორდინატები | კმ._0_0_N_0_0_0_E_ 32 კმ.°00′00″ ჩ. გ. 0°00′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1893 |
ფართობი | 1,290 კმ² |
მოსახლეობა | 595,227 კაცი (1998) |
სასაათო სარტყელი | UTC+5 |
ბაჯაური ძირითადად თარხანებითაა (პუშტუნების ტომი) დასახლებული. მათ ქვე-ტომებს წარმოადგენენ უტმანხელი და მამუნდი. ბაჯაურში ასევ მცირე რაოდენობით ცხოვრობენ პუშტუნების სხვა ტომის საფიების წარმომადგენლებიც. უტმანხელები ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხოვრობენ, მამუნდები სამხრეთ-დასავლეთში.თარხანები ჩრდილოეთით. ბაჯაურის ავღანეთის კუნარის პროვინციასთან მეზობლობა მას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ბაჯაური დაახლოებით 72 კილომეტის სიგრძის და 32 კილომეტრის სიგანისაა. მდებარეობს კუნარის ხეობის ზედა ნაწილის აღმოსავლეთით, რომლისგანაც გამოყოფილია მაღალი მთებით. ეს ქედი ქმნის ბუნებრივ საზღვარს, რომელზეც მხოლოდ ერთი-ორი ადვილი გადასასვლელია. ხაიბერის გასასვლელის შექმნამდე ქაბულსა და პაკინსტანს შორის მთავარი გზა ამ გადასასვლელებზე გადიოდა.
სამხრეთით არის მოჰმანდების ველური მთიანი რეგიონი. აღმოსავლეთით მდებარეობს პანჯკორას მდინარე, ხოლო მდინარის მეორე მხარე უკვე პუშტუნების სხვა ტომს ეკუთვნის. ნავაგაი არის ბაჯაურის მთავარი ქალაქი.
XIX საუკუნიდან მოყოლებული, ბაჯაურის ჩრდილოეთში მდებარე ჯანდოლის ხეობა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო. მის მმართველ უმრა-ხანსა და ქაბულის ამირას შორის არსებული დაპირისპირების გამო 1893 წელს დადგინდა ავღანეთის საზღვარი კუნარზე.
ბაჯაურში მდებარეობს ცნობილი მთა კოხინური, რომლის ქვეშაც ალექსანდრე დიდმა დააარსა ქალაქი ნისა.
სანსკრიტულ ტექსტებში მოხსენებული ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ასვაკა ხალხი რომლებმაც ძვ. წ. 326 წელს მაკედონელის შეჭრას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ტერიტორია ძვ. წ. I საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე მიეკუთვნებოდა ანტიკური სკვითების აპრაჩარაჯაშის სამეფოს. I საუკუნეში, კუჯულა კადფიზის მიერ დაპყრობის შემდეგ ის შედიოდა ქუშანის სამეფოში.[2][3]
1518 წელს ბაბურმა დაიპყრო ბაჯაურის ციხე-სიმაგრე. ბაბური მიიჩნევდა, რომ ეს მისი ტერიტორია იყო რადგან თავიდან ეკუთვნოდა თემურლენგს და შემდეგ ის თურქებმა მიისაკუთრეს.
1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის შეჭრის დროს ტერიტორია გამოიყენებოდა მოჯაჰიდების მხრიდან შეტევების ორგანიზებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით ტერიტორია მიიჩნევა კოალიციის წინააღმდეგ მებრძოლების თავშესაფრად. 2006 წელის 13 იანვარს ბაჯაურის სოფელზე ამერიკის შტატების საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი.[4] 2006 წლის 30 ოქტომბერს პაკისტანის მხრიდან სასულიერო სკოლაზე (რომელზაც ეჭვობდნენ, რომ მებრძოლების მოსამზადებლად გამოიყენებოდა) განხორციელებული დარტყმის დროს გარდაიცვალა 80 ადამიანი.[5]
2008 წელს პაკისტანმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია რეგიონის უღელტეხილების გასაკონტროლებლად. მათ წინააღმდეგობას ტეხრიკ-ე-თალიბანის (რომელსაც ასევე პაკისტანის თალიბანს უწოდებენ) მებრძოლები უწევდნენ.[6] ბრძოლის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ სამთავრობო ძალები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. და ისინი მხოლოდ ტერიტორიის დაბომბვით შემოიფარგლებოდნენ. ამ მოვლენებმა ბაჯაურიდან დაახლოებით 300 000 ადამიანის მიერ ტერიტორიის დატოვება გამოიწვია.[6] დაშავებულთა რაოდენობამ რამდენიიმე ასეულს მიაღწია.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.