![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Bataclan%252C_Paris_6_April_2008.jpg/640px-Bataclan%252C_Paris_6_April_2008.jpg&w=640&q=50)
ბატაკლანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბატაკლანი (ფრანგ. Bataclan, IPA: bata.klɑ̃) — თეატრი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელიც მდებარეობს ვოლტერის ბულვარზე, 50, პარიზის მე-11 ოლქში. შენობა დაპროექტებულია 1864 წელს არქიტექტორ შარლ დუვალის მიერ, ხოლო სახელწოდება მომდინარეობს ჟაკ ოფენბახის ოპერეტიდან Ba-ta-clan. 1970 წლიდან ითვლება როკ-მუსიკის „ლეგენდარულ“ დარბაზად.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Bataclan%2C_Paris_6_April_2008.jpg/640px-Bataclan%2C_Paris_6_April_2008.jpg)
ბატაკლანის თეატრი გახდა პარიზის 2015 წლის 15 ნოემბერის ტერორისტული აქტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ელის-ის ორგანიზებულ თავდასხმას 13 ნოემბრის ღამით, რომლის დროსაც დარბაზში ამერიკული როკ-ჯგუფის Eagles of Death Metal-ის კონცერტი მიმდინარეობდა, 89 ადამიანი ემსხვერპლა.[2]