From Wikipedia, the free encyclopedia
ბარაკუდასებრნი, ზღვის ქარიყლაპიები (Sphyraenidae) — ზღვის თევზების ოჯახი იალქნოსნისნაირთა რიგისა. ტანის ფორმით ქარიყლაპიებს წააგვანან. თავი წამახვილებულია, პირი დიდი, კბილები ძლიერი (წინები ეშვისებრია). ზურგის ორი ფარფლიდან პირველს 5 ეკლიანი სხივი აქვს. ქერცლი მცირე ზომისაა, ციკლოიდური.[1] ცნობილია 1 გვარი (ბარაკუდა) და 30-მდე სახეობა.[2] დიდი ბარაკუდა (Sphyraena barracuda) სიგრძეში 2–3 მეტრს აღწევს. ბინადრობს ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში, სანაპირო ზონაში მცირე სიღრმეზე. იკვებება დიდი ზომის თევზით, რომელსაც ნაწილ-ნაწილ გლეჯს. ცნობილია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც. მცირე ზომის ბარაკუდების ხორცი ძვირად ფასობს; ცენტრალური ამერიკის რაიონების დიდი ბარაკუდას საკვებად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადება (სიგუატერა), რასაც თან ახლავს კუნთების ტკივილი, ნერვული ცენტრების დაზიანება და სხვ., ზოგჯერ ლეტალურადაც მთავრდება.[1]
ბარაკუდასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დიდი ბარაკუდა (Sphyraena barracuda) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sphyraenidae (Rafinesque, 1815) | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.