ბარაკი (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარაკი (ბენგალ. বরাক নদী) — ერთ-ერთი მთავარი მდინარე ინდოეთის ასამის შტატის სამხრეთში, სურმა-მეგჰნის სამდინარო სისტემის ნაწილი. იგი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა მანიპურის ბორცვების არეალში, სადაც ის სათავეს იღებს. ასამის შტატში იგი ეროვნულ საწყლოსნო გზადაა გაფორმებული, შესაბამისად, ის ხელს უწყობს კომერციულ საქმიანობას.