ბანკიმ ჩანდრა ჩოტოპადჰაიე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანკიმ ჩანდრა ჩატერჯი (ასევე ჩოტოპადჰაიე) (ბენგ. বঙ্কিমচন্দ্র চট্টোপাধ্যায়; 26 ან 27 ივნისი 1838[1] - 8 აპრილი 1894[2]) — ინდოელი რომანისტი, პოეტი, ესეისტი[3] და ჟურნალისტი,[4][5] ავტორი ბენგალურენოვანი რომანისა, სახელწოდებით ანანდამათი (1882), რომელიც თანამედროვე ბენგალიური და ინდური ლიტერატურის ღირსშესანიშნაობაა. მასვე ეკუთვნის ვანდე მატარამის ავტორობა - კომპოზიციის, რომელიც დაწერილია მკაცრად სანსკრიტიზირებული ბენგალური დამწერლობით. აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები მალევე იქცა ამ სამხრეთაზიული რეგიონის ერთგვარ სიმბოლოდ - იგი განასახიერებდა ბენგალს, როგორც დედა ქალღმერთს, რომელიც შთააგონებდა საზოგადო მოღვაწეებს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის დროს. ჩატოპადჰაიეს კალამს ეკუთვნის 14 რომანი, არაერთი სატირული თუ პუბლიცისტური წერილი, აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო ტრაქტატი და კრიტიკული წერილი. საკუთარ სამშობლოში, იგი ცნობილია, როგორც Sahitya Samrat (ბენგ. সাহিত্যের সম্রাট; ითარგმნება, როგორც ლიტერატურის იმპერატორი).[6][7][8][9][10]
ბანკიმ ჩანდრა ჩატერჯი | |
---|---|
ბენგ. বঙ্কিমচন্দ্র চট্টোপাধ্যায় | |
დაბადების თარიღი | 26 ივნისი 1838 |
დაბადების ადგილი | ნაიჰატი, დასავლეთ ბენგალი |
გარდაცვალების თარიღი | 8 აპრილი 1894 |
გარდაცვალების ადგილი | კოლკატა |
ფსევდონიმი | კამალაკანტა |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, ნოველისტი, ესეისტი, ჟურნალისტი |
ენა | ბენგალური ენა და ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | ბრიტანეთის ინდოეთი |
ალმა-მატერი | კოლკატის უნივერსიტეტი, Presidency University, Hooghly Mohsin College, Hooghly Collegiate School და Midnapore Collegiate School |
Magnum opus | Anandamath, Kapalkundala, Durgeshnandini, Bishbriksha, Devi Chaudhurani, Krishnakanter Will, Mrinalini და Rajani |
ხელმოწერა | |
საიტი | bankim.eduliture.com |