From Wikipedia, the free encyclopedia
ბანდუნგის კონფერენცია – აზიისა და აფრიკის 29 ქვეყნის კონფერენცია, ჩატარდა 1955 წლის 18-24 აპრილს ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში. გადაწყვეტილება მისი მოწვევის შესახებ მიიღო ინდოეთის, ბირმის, ინდონეზიის, პაკისტანისა და ცეილონის პრემიერ-მინისტრთა კოლომბოს თათბირმა 1954 წლის აპრილში.
კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს კოლონიალიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს, თხოვნით მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიეღოთ გაეროში კამბოჯა, ცეილონი, იაპონია, იორდანია, ლაოსი, ლიბია, ნეპალი და გაერთიანებული ვიეტნამი.
ბანდუნგის კონფერენციამ მოითხოვა ატომური და ბირთვული იარაღის წარმოების, გამოცდისა და გამოყნების აკრძალვა, განიარაღება, მოუწოდა სახელმწიფოებს ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობისაკენ, ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.