ბანგლადეშის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგლადეშის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოიცავს ისტორიულ ძეგლებს, კურორტებს, სანაპიროებს, საპიკნიკე ადგილებს, ტყეებსა და ტომებს, ველურ გარემოს. ტურისტებს თევზაობის, წყლის თხილამურებით გასეირნების, მდინარზე ნავებით სეირნობის, მთამსვლელობის, ნიჩბოსნობის, იახტებით გასეირნებისა და ზღვის აბაზანების მიღების შესაძლებლობა აქვთ. [1][2]
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც რაჯშაჰის მეტროპოლიასაც მოიცავს, არქეოლოგიური ძეგლებია, რომელთა შორის აღსანიშნავია: რაჯშაჰის პითიას ტაძრის კომპლექსი, ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი არქეოლოგიური ძეგლი ბოგრას რაიონში მდებარე მაჰასთანგარჰის დასახლება, ნაოგაონში მდებარე უდიდესი ბუდისტური მონასტერი, ტერაკოტის ორნამენტებით მოჩუქურთმებული ინდური ტაძარი, კანტანაგარის ტაძარი და სხვა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩიტაგონის რეგიონში ბორცვიანი სივრცეები, ჩიტაგონგის მთიანი რაიონი და ქვიშიანი სანაპიროებია. კოქს-ბაზარის ცნობილი პლაჟი მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი ქვიშიანი პლაჟის ტიტულის კანდიდატია.[3]
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად ხულნას რეგიონში სუნდარბანსია, მსოფლიოში ყველაზე დიდი მანგოს ტყე სამეფო ბენგალური ვეფხვითა და ლაქებიანი ირმით. ცნობილი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია ბაგერჰატში მდებარე სამოცი გუმბათის მეჩეთი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სილჰეტის რეგიონში პატარა გორაკებზე ჩაის პლანტაციებია გაშენებული. მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დაცული ტყეები. ამ მხარეში, განსაკუთრებით ჭარბტენიან ტერიტორიებზე (ჰაორი) ზამთარში ტურისტებს ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ.
ტურიზმის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო ტურიზმის განვითარების ეროვნულ პოლიტიკას შეიმუშავებს. სამინისტრო ახორციელებს კამპანიას სახელწოდებით „მშვენიერი ბანგლადეში“. ბანგლადეშის ხელისუფლებამ ტურისტული პოლიციის ინსტიტუტი შექმნა, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დაცვა და ტურისტულ წერტილებში ბუნებასა და ველურ გარემოზე ზრუნვა ევალება.