From Wikipedia, the free encyclopedia
ბალტიმორი — დამოუკიდებელი ქალაქი მერილენდში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 641.943 ადამიანს შეადგენდა. ბალტიმორი მერილენდის უდიდესი ქალაქია და მისი კულტურული და ინდუსტრიული ცენტრია. ქალაქს სახელი მერილენდის კოლონიის დამფუძნებლის, ლორდ ბალტიმორის, პატივსაცემად დაერქვა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ბალტიმორი აშშ-ის სიდიდით მეორე პორტი გახდა ემიგრანტთათვის. ქალაქი დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საზღვაო პორტია, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს ქვეყნის შუადასავლეთის ბაზრებთან ვიდრე ნებისმიერი სხვა აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქი. ბალტიმორის უბე ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული ღრმაწლყის საზღვაო პორტია მსოფლიოში, რომელსაც ტროპიკული შტორმებისა და ქარიშხლებისგან დელმარვას ნახევარკუნძული იცავს. აპალაჩის მთები უბეს ჩრდილოეთის სიცივისგან იფარავს, რის გამოც პორტში წყალი ზამთრის განმავლობაში არ იყინება.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბალტიმორი Baltimore | |||
ბალტიმორი | |||
| |||
ქვეყანა | აშშ | ||
შტატი | მერილენდი | ||
შიდა დაყოფა | |||
კოორდინატები | 39°17′11″ ჩ. გ. 76°36′54″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | შეილა დიკსონი | ||
დაარსდა | 1729 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1796 | ||
ფართობი | 238.5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||
მოსახლეობა | 637,455 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 3,045.7 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 2,668,056 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||
სატელეფონო კოდი | 410, 443 | ||
საფოსტო ინდექსი | 21201–21298 | ||
ოფიციალური საიტი | baltimorecity.gov | ||
ნიუ-იორკის შემდეგ, ბალტიმორი აშშ-ის მეორე ქალაქი იყო, რომელმაც 100.000-იანი ზღვარი გადალახა მოსახლეობის მიხედვით (მას მოჰყვა ნიუ-ორლეანი და ფილადელფია). 1980 წლამდე ბალტიმორი რჩებოდა ქვეყნის 10 უდიდეს ქალაქთა რიცხვში. ამჟამად ქალაქი მისი აგლომერაციის ჩათვლით მოსახლეობით უდიდეს ოცეულშია. ვინაიდან მას გარს ამავე სახელწოდების საგრაფო აკრავს, ქალაქს ასევე ბალტიმორ სიტის უწოდებენ ხოლმე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.