ბალკანეთის თეატრი ან ბალკანეთის კამპანია — პირველი მსოფლიო ომის თეატრი, სადაც იბრძლოდნენ ცენტრალური ძალები (გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ბულგარეთი) და ანტანტის ძალები (ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, იტალიის სამეფო, სერბეთის სამეფო, მონტენეგროს სამეფო და 1917 წლის შემდეგ საბერძნეთის სამეფო).
კამაპინია დაიწყო 1914 წლსი 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის სერბეთის სამეფოში წარუმატებელი შეჭრით. ავსტრია-უნგრეთის და ბულგარეთის განახლებულმა შეტევამ გამოიწვია მონტენეგროს და სერბეთის სამეფოების დაპყრობა და სერბეთის არმიის ალბანეთში გადასვლა და იქიდან სალონიკში ევაკუაცია. სერბეთის არმია შეუერთდა ფრანკო-ბრიტანულ აღმოსავლეთის არმიას და სანგარებიდან იბრძოდნენ მაკედონიის ფრონტზე ბულგარეთის წინააღმდეგ. ანტანტის არმიების ნაწილი საბერძნეთში იყო განლაგებული, რამაც ნაციონალური სკიზმი გამოიწვია საბერძნეთის ომში ჩართვის თაობაზე. საბერძნეთ ანტანტას 1917 წელს შეუერთდა. 1918 წლის ვარდარის თავდასხმებმა გამოიწვა ბულგარეთის ხაზების გაწყვეტა რამაც ბულგარეთის დანებება გამოიწვია, ბულგარეთის დანებებას მოჰყვა სერბეთის, მონტენეგროს და ალბანეთის გათავისუფლებები.