From Wikipedia, the free encyclopedia
ბალინტობერი (ინგლ. Ballintober; ირლ. Baile an Tobair, „ჭის დასახლება“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს როსკომონის საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. ქალაქ კასლრეიდან დაშორებულია 6 კმ-ით. სოფელში მდებარეობს კარგად შემონახული ქვის კოშკი, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად 1311 წელს მოიხსენიება. ზუსტად არ არის დადგენილი, ვინ ააშენა ციხე. ის შეიძლება ააგეს ნორმანებმა ან ო'კონორების ოჯახმა, რომელიც კონაქტს ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს განაგებდა. გადმოცემის მიხედვით, მეფე კათალ ო'კონორმა მშენებლებს დაავალა აეშენებინათ მონასტერი ბალინტობერში. თუმცა მშენებლებმა, ნაცვლად მეიოს სოფელ ბალინტობერისა, ეკლესია როსკომონის ბალინტობერში ააგეს. როდესაც მეფემ ამის შესახებ შეიტყო, მან ბრძანა, რომ მეიოს ბალინტობერში კიდევ უფრო დიდი ტაძარი აეგოთ.
სოფელი | |
---|---|
ბალინტობერი Baile an Tobair | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | როსკომონის საგრაფო |
კოორდინატები | 53.7167°00′00″ ჩ. გ. 8.4167°00′00″ დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 83 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.