![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c9/Ballarat-cathedral.jpg/640px-Ballarat-cathedral.jpg&w=640&q=50)
ბალარატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბალარატი (ინგლ. Ballarat) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 85 935 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით მე-19 ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 755,80 ადამიანს. ქალაქის ფართობი უდრის 113,7 კმ²-ს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 105 კილომეტრით. დაარსდა 1838 წელს. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 435 მ სიმაღლეზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 670.5 მმ-ს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ბალარატი ინგლ. Ballarat | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ვიქტორიავიქტორია (შტატი)|ვიქტორია |
კოორდინატები | 37°33′00″ ს. გ. 143°51′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1838 |
ფართობი | 113,7 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 435 მ |
ოფიციალური ენა | Australian English |
მოსახლეობა | 85 935 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 755,80 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
სატელეფონო კოდი | 03 |
საფოსტო ინდექსი | 3350 |
ოფიციალური საიტი | ballarat.vic.gov.au |
დახურვა