ბაკოლოდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაკოლოდი (ოფიციალურად ქალაქი ბაკოლოდი; ჰილ: Dakbanwa/Syudad sang Bacolod) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, დასავლეთ ვისაიასის (VI რეგიონი) რეგიონში. მდებარეობს კუნძულ ნეგროსზე.[2] ქალაქი გეოგრაფიულად დასავლეთ ნეგროსის პროვინციაში მდებარეობს და მისი დედაქალაქია, თუმცა ადმინისტრაციულად მისგან დამოუკიდებელია.
ბაკოლოდი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 10°40′35″ ჩ. გ. 122°57′03″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1755 | ||
ფართობი | 162.67 კმ² | ||
მოსახლეობა | 600 783 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო | ||
სატელეფონო კოდი | 34 | ||
საფოსტო ინდექსი | 6100 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.bacolodcity.gov.ph/ | ||
| |||
2015 წლის აღწერით ბაკოლოდის მოსახლეობა 561 875 ადამიანია. იგი დასავლეთ ვისაიასის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია, ხოლო ვისაიასის მასშტაბით მეორეა სებუს შემდეგ. მდებარეობს ბაკოლოდის მეტროპოლიურ სივრცეში, რომელიც ქალაქებს: სილაისა და ტალისაისაც მოიცავს. მეტროპოლიტური სივრცის მოსახლეობის რაოდენობა 791 019-ს უტოლდება, ხოლო ფართობი 578.65 კმ²-ია.
ქალაქი ცნობილია მასკარის ფესტივალით, რომელიც ოქტომბრის მესამე კვირაში ტარდება. ბაკოლოდს „ღიმილის ქალაქსაც“ უწოდებენ. ქალაქი ცნობილია ადგილობრივი დელიკატესებითაც: პიაიათი და ინასალით.[3][4][5]
2008 წელს MoneySense Magazine-ის გამოკითხვაში ბაკოლოდი „ფილიპინებში საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად“ დაასახელეს.[6] ფილიპინების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონაცემებით, ქალაქი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის ცენტრია.[7]