აჰმედ რაჯაბლი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
აჰმედ ჯაბარ ოღლუ რაჯაბლი (აზერ. Əhməd Cabbar oğlu Rəcəbli) — აზერბაიჯანელი აგრონომი, სელექციონერ-გენეტიკოსი.[1]
აჰმედ რაჯაბლი | |
---|---|
აზერ. Əhməd Cabbar oğlu Rəcəbli | |
დაბ. თარიღი | 28 სექტემბერი, 1898 |
დაბ. ადგილი | ერევანი |
გარდ. თარიღი | 15 დეკემბერი, 1963 (65 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | აგრონომი და ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პერუჯის უნივერსიტეტი და Erivan Gymnasium |
ნათესავ(ებ)ი | Agasalim Atakishiyev |
აჰმედ რაჯაბლი დაიბადა 1898 წელს ერევანში. 1919 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ რაჯაბლი გაგზავნა იტალიაში სასწავლებლად. 1923 წელს მან დაამთავრა იტალიის ქალაქ პერუჯის უმაღლესი სამეფო ექსპერიმენტული აგრარული ინსტიტუტი. ფლობდა რუსულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, სპარსულ და ბერძნულ ენებს.
1924-1930 წლებში მუშაობდა ზაქათალას სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის დირექტორად. იქვე რაჯაბლიმ მოაწყო ექსპერიმენტული სასოფლო-სამეურნეო სადგური, სადაც მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა სამეცნიერო კვლევები.
1931-1934 წლებში აჰმედ რაჯაბლი იყო აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამხრეთ ტექნიკური კულტურების განყოფილების გამგე.
1935 წელს მოსკოვის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ რაჯაბლის პროფესორის აკადემიური წოდება მიანიჭა. აჰმედ რაჯაბლი აირჩიეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა გაერთიანების აკადემიის სუბტროპიკული კულტურების განყოფილების წევრად, რომელსაც ხელმძღვანელობდა მსოფლიო დონის მეცნიერი ნიკოლაი ვავილოვი.
1937 წელს რეპრესირებულ იქნა და გადაასახლეს მაგადანში. მაგადანის მძიმე პირობებში მან შექმნა შვილობილი მეურნეობა, გამოიყვანა ყინვაგამძლე ჯიშები ბოსტნეული კულტურები. 1946 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, დაბრუნდა ბაქოში. 1950 წლამდე ეწეოდა სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობას. 1950 წელს რაჯაბლი არაერთხელ იქნა რეპრესირებული და გადასახლებული ყაზახეთში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ის ბაქოში დაბრუნდა.
1958 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად, მცენარეთა მრეწველობის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად. 1963 წლის დეკემბერში აჰმედ რაჯაბლი გარდაიცვალა გულის შეტევით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.